|
2017-05-11 17:28:44, 2173 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა BSEC-ის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) მე-4 მინისტერიალსა და ბიზნესსაბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც სტამბოლში 11 მაისს გაიმართა. მინისტრმა, ასვე, საბჭოს წევრებსა და დამსწრე ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. BSEC-ის მე-4 მინისტერიალის ფარგლებში მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელიც ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს ხელი შეუწყონ ორგანიზაციის წევრებს შორის არასატარიფო ბარიერების შემცირების გზით ვაჭრობის კიდევ უფრო განვითარებას . BSEC 1992 წელს შეიქმნა და აერთიანებს შავი ზღვის რეგიონის 12 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, თურქეთის რესპუბლიკას, აზერბაიჯნის რესპუბლიკას, უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას, რუმინეთს, სერბეთს, ბულგარეთის რესპუბლიკას, ალბანეთის რესპუბლიკას, საბერძნეთის რესპუბლიკას, სომხეთის რესპუბლიკას და რუსეთის ფედერაციას. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)