|
2017-05-11 16:22:19, 880 ნახვა
სამხედრო
კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის თავდაცვის ატაშეები ესტუმრნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ატაშეებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, როდიონ ქორჩილავამ უმასპინძლა, ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მათთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. უწყების ცნობით, ბიუროს ხელმძღვანელობამ უცხოელ სტუმრებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დაარსების, მიზნების, ამოცანებისა და სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სტუმრებს კიბერშეტევის პრაქტიკული მაგალითიც წარედგინა. ბიუროს დირექტორმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ერთ-ერთ პრიორიტეტად ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება დაასახელეს. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა წლიური გეგმის ფარგლებში გაიმართა. სამხედრო ატაშეების ასოციაცია საქართველოში აკრედიტებულ და არარეზიდენტ 35 დიპლომატს აერთიანებს. თავდაცვის ატაშეების გაერთიანების მიზანია, პირველი წყაროებიდან მიიღოს ინფორმაცია და საქართველოს უსაფრთხოების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ საკუთარი ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელობას გადამოწმებული და სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდოს. სამხედრო ატაშეები საქართველოს სამხედრო უწყებასთან, ორმხრივი სამხედრო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობენ. (NS)
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)