|
2017-05-11 15:52:09, 643 ნახვა
რეგიონი
საქართველოს პარლამენტში აჭარისა და ქვემო სილეზიის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტში, დღეს, აჭარისა და ქვემო სილეზიის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაიმართა. აჭარის დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ქვეყნებსა შორის ურთიერთობების და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ზურაბ პატარაძის თქმით, აჭარა და ქვემო სილეზია რეგიონული თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. მისივე განცხადებით, ორმხრივი ურთიერთობები რეგიონებს შორის უკვე დაწყებულია როგორც საგანმანათლებლო და კულტურული, ისე ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ტურიზმის მიმართულებით და თანამშრომლობა დაიწყო ასევე ქვემო სილეზიის პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს შორის. წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა ასევე სილეზიის სავოევოდოს მარშალმა ცეზარ ფშიბილსკიმ. შეხვედრას პოლონური მხრიდან ესწრებოდნენ ასევე ქვემო სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარე პაველ ვრუბლევსკი, რეგიონული პარლამენტის (სეიმის) წევრები და პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი. დღესვე, ბაგრატოვანთა დარბაზში გამართული შეხვედრის შემდეგ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის საბჭოს (სეიმი) შორის ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და ქვემო სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ პაველ ვრუბლევსკიმ მოაწერა. ასევე, ხელი მოეწერა ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და მილიჩის გმინას (პოლონეთის რესპუბლიკა) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. დღეს, საღამოს, პოლონეთის დელეგაციის წევრები რუსთაველის თეატრში გამართულ- პოეტ ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის დელეგაცია 11 მაისს, რუსთაველის თეატრში გამართულ- პოეტ ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრებიან. 12 მაისს კი საერთაშორისო გამოფენა - „Expo Batumi 2017-ის" გახსნის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. 12 მაისს, ბათუმში დაგეგმილია საქართველო-პოლონეთის ბიზნეს-ფორუმი სახელწოდებით - "ვროცლავი-ბათუმი", ასევე აჭარისა და ქვემო სილეზიის თანაშრომლობის კომისიის სამუშაო შეხვედრა. ქვემო სილეზიის დელეგაცია აჭარიდან 15 მაისს გაემგზავრება. რეგიონებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი დაესწრო. (NS)
აშშ-მ რუსულ ნავთობზე სანქციები აღადგინა შეღავათების ვადის გაგრძელების გარეშე
კალასი - ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლება, იცხოვრონ ისე, როგორც თავად აირჩევენ, შიშისა და დევნის გარეშე
პატრიარქი შიო III ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, სამების ტაძარში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)