|
2017-05-11 14:39:44, 2155 ნახვა
სამართალი საზოგადოება
ხუციშვილი: საზღვარგარეთ ე.წ. ფარული პოლიციელები იმუშავებენ, მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საზღვარგარეთ ე.წ. ფარული პოლიციელები იმუშავებენ, რომელთა მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იქნება. ხუვიშვილის განცხადებით, შს უწყება მთავრობას ე.წ. ფარული პოლიციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს თვის ბოლომდე წარუდგენს. „საუბარია იმაზე, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში დამატებითი საპოლიციო რესურსების გამოყენება შეგვეძლოს და ეს ის პოლიციელები არიან, რომლებიც ატაშეებისგან განსხვავებით, ღიად არ იმუშავებენ და უცხოეთში ფარულად იქნებიან. მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან მუშაობა იქნება. რა თქმა უნდა, იმ ორგანიზებულ დანაშაულთან მუშაობა, რომელსაც საქართველოსთან აქვს კავშირი. ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ეს ინსტიტუტი და ერთმანეთს ეხმარებიან, რომ პოლიციის მხრიდან კონკრეტული, ორგანიზებული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურად მოხდეს. ეს იქნება ქართველი და მათთან დაკავშირებული კრიმინალების მიმართ, თუმცა ეს არ იქნება მასიური და იქნება კონკრეტული ღონისძიების სახით. ამაზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს და დეტალურად მოგახსენებთ", - განაცხადა ხუციშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)