|
2015-04-14 10:45:10, 457 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: რიგის სამიტამდე მინისტრების ვიზიტი საქართველოსადმი სოლიდარობის კიდევ ერთი გამოხატულებაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს, მარტინ ლიდერგორდს, გჟეგოჟ სხეტინას და მარგოტ ვალსტრომს შეხვდა. შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ ბერუჩაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრების ეს ერთობლივი ვიზიტი თბილისში საქართველოსადმი, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნისადმი სოლიდარობის კიდევ ერთი გამოხატულებაა, განსაკუთრებით მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის წინ. „ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების , შვედეთისა და პოლონეთის მინისტრების და მათთან ერთად დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი. მარტინ ლიდერგორდს ჩვენ დიდი ხნის მეგობრად მივიჩნევთ. 1 წლის განმავლობაში იგი უკვე მესამედ სტუმრობს ჩვენს ქვეყანას. მისასალმებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატორი ქვეყნების დუეტს დღეს დანიაც შეემატა. ერთობლივი ვიზიტი ნათელი დასტურია, რომ ეს ქვყენები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, იზიარებენ საქართველოს ძალისხმევას , რომელიც წარმატებული თანამშრომლობის კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტურებული“, – აღნიშნა ბერუჩაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრისას განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და რიგის სამიტისთვის მზადება იყო. „ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერისა და მისი დროებითი ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან და წევრ ქვეყნებთან სრულიად ახალ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცა. ხელშეკრულების განხორცილეების პროცესში კი, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების, სოციალურ, კულტურის, მეცნიერებისა და განათლების სფეროში, რამაც მომავალში ევროკავშირში ინტეგრირების მტკიცე საფუძველი უნდა შექმნას.
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)