|
2017-05-11 09:46:14, 1606 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლები, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, პროექტის - „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) ფარგლებში, გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტი ფარგლებში, შსს-ს დელეგაციის წევრებმა ძალოვან სტრუქტურებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის საკითხებზე გამართულ ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს. სწავლების ძირითადი თემები იყო: მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ტექნიკური და პროცედურული ღონისძიებები, გერმანული კანონმდებლობის თანახმად პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ფარგლები, ღია და ფარული ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების წესი და სამართლებრივი საფუძვლები, საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოძიების პროცესში ინფორმაციის მოპოვებისა და გამოყენების უფლებრივი საკითხები, პოლიციელთა მხრიდან სხვადასხვა სახის დარღვევებსა და გადაცდომებზე რეაგირების მექანიზმები, სახელმწიფო საზღვარზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესი და სხვა. ტრენინგი ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქსონიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის წარმომადგენლებს: ოფისის ინფორმაციებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსს - მარიო ოსვალდსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოადგილეს - ბერნჰარდ ბანაშს შეხვდნენ. შეხვედრაზე საქსონიის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის თანმშრომლებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. ქართველი სამართალდამცველები ასევე ეწვივნენ საქსონიის კრიმინალურ პოლიციას, საქსონიის გენერალურ პროკურატურას და ფედერალურ სასაზღვრო პოლიციას, სადაც მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. (NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)