06:55 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-10 11:21:29, 1498 ნახვა

საზოგადოება
სატრანსპორტო კომპანია: „წერეთლის“ სადგურზე შესაბამისმა სამსახურებმა დაკვამლიანების შეჩერება ოპერატიულად მოახერხეს

მეტროსადგურ „წერეთლის“ ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე მცირედი დაკვამლიანება შეიმჩნეოდა, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით, მგზავრების მიღება დროებით შეწყდა“, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.

კომპანიის ცნობით, სადგურზე შესაბამისმა სამსახურებმა დაკვამლიანების შეჩერება ოპერატიულად მოახერხეს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ „წერეთელზე“ 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება. უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურმა ,,წერეთელმა“ დროებით შეწყვიტა მგზავრების მიღება.  დანარჩენი მეტროს სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

„წერეთლის“ სადგურზე უკვე მობილიზებულია  სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად მოახერხეს დაკვამლიანების შეჩერება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics