|
2017-05-08 15:53:39, 1812 ნახვა
საზოგადოება
ლუჟკოვი: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩამოშორების შემდეგ, საქართველო თავს უკეთ იგრძნობს
მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის განცხადებით, საქართველო ოკუპირებული რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში თავს უკეთ იგრძნობს. როგორც ლუჟკოვმა აღნიშნა, ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სულ სხვა ქვეყნები არიან. „მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს“, - განაცხადა ლუჟკოვმა. რაც შეეხება ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს იმ ფონზე, როდესაც ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მხრიდანაა ნამყოფი და დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპაციის შესახებ“, იური ლუჟკოვმა აღნიშნა, რომ კანონის შესახებ სმენია, თუმცა საზღვარი ჩვეულებრივად გადმოკვეთა. ლუჟკოვის თქმით, მისი დოკუმენტაცია კი წესების შესაბამისად შემოწმდა. „ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ბუნებრივია, ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ, ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო, ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება, წარსულში უნდა დარჩეს“, - აღნიშნა ლუჟკოვმა. მოსკოვის ყოფილმა ეკონომიკურ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და საქართველოსთვის რუსული ბაზრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. მე ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის“, - განაცხადა ლუჟკოვმა. ლუჟკოვის თქმით, ის ქვეყანაში ტურისტული მიზნებით იმყოფება. მოსკოვის ყოფილი მერი საქართველოში იმყოფება. აღნიშნულ ფაქტს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოში ლეგალურად შემოვიდა. ხუციშვილმა განმარტა, რომ საზღვრის კვეთის მომენტში, პასპორტში რაიმე კონკრეტული მონაცემი არ არსებობდა, რის საფუძველზეც მესაზღვრე გადაწყვეტილებას მიიღებდა. ინფორმაციას "მოამბე" ავრცელებს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)