13:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-07 16:45:22, 1781 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: კონსტიტუცია მხოლოდ იურისტების საქმე კი არა, თითოეული ჩვენგანის საქმეა

 „კონსტიტუცია მხოლოდ იურისტების საქმე კი არა, თითოეული ჩვენგანის საქმეა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პროექტის „ მე და კონსტიტუცია" ფინალის გახსნაზე განაცხადა,  რომელიც დღეს პრეზიდენტის სასახლეში ჩატარდა.

„მიხარია, რომ ფიქრობთ კონსტიტუციაზე, მუშაობთ კონსტიტუციის ირგვლივ თქვენ, სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდა თაობა, რომლებმაც მომავალში უნდა გადაიბაროთ ჩვენი ქვეყნის მართვა, ჩვენი ქვეყნის განვითარება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებული მომავალი.კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების, მარტო განსწავლული იურისტების, მარტო ძალიან ჭკვიანი კონსტიტუციონალისტების საქმე. კონსტიტუცია, როგორც  ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, რომელიც იწყება  სიტყვებით „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი" და რომელშიც ერთიანდება საქართველოს მთელი მოსახლეობა უნდა იყოს ყოველი ჩვენთაგანის.მე მიხარია, რომ თქვენ ასე დაგაინტერესათ კონსტიტუციამ და ჩაერთეთ ამ კონსკურსში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

უფროსკლასელთა კონკურსი „მე და კონსტიტუცია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით უკვე მეორე წელია ტარდება და მას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის  მხარდაჭერით ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორია" ახორციელებს.

პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კონსტიტუციის ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა და უზენაესი კანონის პოპულარიზაციაა.

საქართველოს პრეზიდენტმა უფროსკლასელებს მადლობა გადაუხადა კონკურსში მონაწილეობისათვის, ქვეყნის ცხოვრებაში კონსტიტუციის მნიშვნელობასა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე ესაუბრა.

კონკურსის შედეგად, პირველი ადგილზე გასული გუნდი ბრიუსელში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილის პრიზიორები საჩუქრად ნოუთბუქებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს მიიღებენ.

კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და დღეს საქართველოს კონსტიტუციის ცოდნაში ერთმანეთს 12 საჯარო სკოლის გუნდი ბრეინ რინგის პრინციპით შეეჯიბრა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics