|
2017-05-06 16:12:52, 1780 ნახვა
საზოგადოება
ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება, რომლის მიზანია აღნიშნული ჯიშების პოპულარიზაცია და ბაზარზე მათი სამრეწველო მიმართულებით დაბრუნება, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ახალი ღვინოების პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ცენტრის სპეციალისტებმა მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზე, ასევე იშვიათი ვაზის ჯიშების წარმოების პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ 20-ზე მეტი იშვიათი ჯიშისგან დამზადებული ღვინოები დაეგემოვნებინათ. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექსპერიმენტული ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები თავის დროზე სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა და მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა. სწორედ აღნიშნული ჯიშების სამრეწველო მიმართულებაში დაბრუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათ კვლევას ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა 2007 წელს ა(ა)იპ „აგრო“-სა და შპს „აგრო-ქართუ“-ს მიერ საქველმოქედო ფონდის „ქართუ“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. 2014 წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჯიღაურას სადემონსტრაციო მეურნეობა სახელმწიფოს გადასცა, რომლის ბაზაზეც სსიპ სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ჩამოყალიბდა.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)