04:39 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-06 13:42:51, 1843 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

მეტრო ,,ნაძალადევის” მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკ-სკვერების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებელი რეკრეაციული ზონის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია განხორციელდა.

სკვერი სრულად კეთილმოეწყო. დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემა, შადრევანი, დაიგო ქვაფენილი, მოეწყო ბორდიურები და კიბეები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური გაზონი და დაირგო 800 ძირი მარადმწვანე ბუჩქი. 

,,ეს არის საზოგადოების თავშეყრის ადგილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბება. იყო მოთხოვნა სკვერის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით. 150 000 ლარი დაიხარჯა სკვერის განახლებაზე. უახლოეს დღეებში აღდგება შადრევანი და აქ ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე იქნება. თითო რაიონის ტერიტორიაზე ასეთი ათი სკვერი განახლდება, რათა მეტი დასასვენებელი სივრცე გვქონდეს ქალაქში", - განაცხდა დავით ნარმანიამ.

სკვერში დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ზონის მოწყობა, სადაც საბავშვო ატრაქციონები განთავსდება.

ასევე, გურამიშვილის გამზირზე დასრულდა ოთხკილომეტრიანი გზისგამყოფი ზოლის რეაბილიტაცია. დაიგო რულონური ბალახი და  16 სახეობის 18 200 ძირი მცენარე დაირგო.

თბილისის მერთან ერთად, მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გოგა წერეთელმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერეს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics