|
2017-05-06 13:37:22, 1920 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: წმინდა გიორგი გაჭირვებული ხალხის განსაკუთრებული შემწე და მფარველია
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია დასრულდა. კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. ქადაგებაში ილია მეორემ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წმინდა გიორგი საქართველოსთვის განსაკუთრებული წმინდანია. „წმინდა გიორგი განსაკუთრებით ახლობელია ჩვენთვის, ყველა ოჯახისთვის. თითქმის, არ არსებობს საქართველოში ისეთი ოჯახი, სადაც ერთ ვიღაცას წმინდა გიორგის სახელი არ ერქვას. მე მახსენდება ჩემი ბავშვობა, ჩემი მამა იყო გიორგი და გიორგობა რომ მოდიოდა, განსაკუთრებული ზეიმი იყო ჩვენ სახლში და პირველი სტუმრები, რომელნიც მოდიოდნენ ჩვენთან იყვნენ მათხოვრები. ჯერ მათხოვრები სხდებოდნენ სუფრასთან და მერე პატივცემული ხალხი. და ეს იყო ზეიმი მთელი ოჯახისა. საქართველოში 12 მეფე იყო გიორგის სახელით და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. წმინდა გიორგი განსაკუთრებული შემწე და მფარველია გაჭირვებული ხალხის“, - აღნიშნა პატრიარქმა. ილია მეორემ დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა, რომელიც ქაშუეთის ტაძარში იმყოფებოდა. „მოხარული ვართ, რომ წირვა-ლოცვას ესწრება მისი აღმატებულება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი გიორგი. ვულოცავთ მას გიორგობას, წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი და შემწე თქვენს მძიმე მოღვაწეობაში. ასევე ვულოცავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც ატარებს წმინდა გიორგის სახელს, ღმერთმა მშვიდობა მისცეს და მრავალჟამიერი სიცოცხლე", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)