|
2017-05-06 09:52:09, 2348 ნახვა
პოლიტიკა მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყება: მოგვიწევს, სერიოზულად დავფიქრდეთ ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამ გადაწყვეტილების გამო, არსებულ ფორმატში ჟენევის მოლაპარაკებების გაგრძელების თაობაზე სერიოზული დაფიქრება მოუწევთ. რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ „დოკუმენტი აბსურდულია“. „დოკუმენტში დეკლარირებულია საქართველოსთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არარსებული კუთვნილება, არის მცდელობები, რომ ამ მის შემადგენლობაში არასდროს შემავალი რესპუბლიკების საქართველოსთან კონფლიქტური ურთიერთობაზე, იქ არსებულ შიდა ვითარებაზე რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა. დასავლელი მფარველების მხარდაჭერით, თბილისი აგრძელებს, საერთაშორისო ასპარეზზე დანერგოს პოლიტიკურ-პროპაგანდისტული რეალობა, რისი ძირითადი მიზანიც არის, „დაკანონდეს“ საქართველოს სურვილის არარსებობა, დაალაგოს ურთიერთობები მეზობელთან. გასაკვირია თუ არა, რომ საქართველოს დელეგაცია ჟენევის დისკუსიის ფარგლებში სისტემატურად უარს ამბობს კონსტრუქციულ მუშაობაზე? ასეთ სიტუაციაში, მოგვიწევს, სერიოზულად დავფიქრდეთ არსებულ ფორმატში ჟენევის შეხვედრების გაგრძელების თაობაზე“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების კომენტარში. ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1285-ე სხდომაზე, უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღეს, რომელსაც საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014, 2015 და 2016 წლების გადაწყვეტილებები, სადაც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)