|
2017-05-05 19:13:02, 2460 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
თიბისი დაზღვევამ „მსოფლიო რბენის“ ფირნიშის მანქანა დააზღვია
თიბისი დაზღვევა წლის მთავარი სპორტული ღონისძიების „მსოფლიო რბენა" (wings for life) მეგობარი გახდა და ღონისძიების მთავარი ატრიბუტი - ფირნიშის მანქანა დააზღვია. მსოფლიო რბენა - ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიებაა მსოფლიოში, რომლის მიზანია სამედიცინო და კლინიკური კვლევების დაფინანსება ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. საქართველო წელს უკვე მეოთხედ უერთდება ამ ღონისძიებას და 7 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ, შედგება რბენა მათთვის, ვისაც ეს არ შეუძლია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა კვლავ სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს. wings for life - ერთადერთი ღონისძიებაა, რომლის ფორმატიც სხვა სპორტული რბენებისგან განსხვავებულია. ის არ ჰგავს სტანდარტულ მარათონს, რადგან რბენის მანძილი წინასწარ არ არის განსაზღვრული და გამარჯვებული სწორედ ფირნიშის მანქანამ უნდა გამოავლინოს. გარდა მანქანის დაზღვევისა, თიბისი დაზღვევა უზრუნველყოფს საქართველოში მსოფლიო რბენის პირდაპირ ლოკალურტრანსლაციას. სტარტის მომენტიდან, გამარჯვებულის გამოვლენამდე მომხამრებელს შეეძლება, თვალი ადევნოსრბენას თიბისი დაზღვევის Facebook - ის გვერდზე https://www.facebook.com/tbcinsurance/ „მოხარული ვართ შევუერთდეთ ღონისძიებას, რომელსაც მთელ მსოფლიოში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ეს ღონისძიება თიბისი დაზღვევისათვის საინტერესოა მისი ღირებულებებიდან გამომდინარე. გვინდა, წვლილი შევიტანოთ კეთილ საქმეში და ასევე ხელი შევუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას,"- განაცხადა თიბისი დაზღვევის მარკეტინგის უფროსმა, თათია კარიაულმა. (NS)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)