|
2017-05-05 18:27:42, 2156 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორს შეხვდა
აზიის განვითარების ბანკი საქართველოში არა მხოლოდ აღმოსავლეთ-დასავლეთის, არამედ სამხრეთ-ჩრდილოეთის საგზაო სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარებას უჭერს მხარს, - ამ საკითხზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა და გენერალურმა დირექტორმა შონ ო'სალივანმა იაუბრეს. შეხვედრაზე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა აღნიშნული მიმართულების განვითარებას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული სატრანსპორტო მიმართულებით ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. ქართულმა მხარემ აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელებს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის შეხედულებები გააცნო. კერძოდ, საუბარია თბილისი-ლარსის მიმართულების განვითარებაზე, რომელიც მოიცავს მლეთა-კობის გვირაბს. პროექტის ღირებულება 450 მლნ აშშ დოლარია. შეხვედრის დასასრულს, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები აზიის განვითარების ბანკთან წლის ბოლომდე დადებითად დასრულდება. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)