|
2017-05-05 17:49:51, 2222 ნახვა
ეკონომიკა
ავიაკომპანია „SCAT Airlines“ საქართველოში ფრენის მიმართულებებს აფართოვებს
ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines” ოპერირებას საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით განახორციელებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია აქტაუდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს. “SCAT Airlines” რეგულარულ ფრენებს განაახლებს ასევე აქტაუ-ბათუმის მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი “SCAT Airlines”-ის განრიგების მიხედვით, ფრენები შემდეგი სიხშირით განხორციელდება: ა) აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 22 მაისიდან ზაფხულის ბოლომდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს შესრულდება; ბ) აქტაუ-ბათუმი-აქტაუს მიმართულებაზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 ივნისიდან ასევე ზაფხულის ბოლომდე, კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას განხორციელდება; რეგულარული რეისები Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. აქტაუ-ქუთაისი-აქტაუ წარმოადგენს ახალ მიმართულებას “SCAT Airlines”-სთვის. აქტაუ-ბათუმი-აქტაუს საჰაერო ხაზზე ოპერირება კი ყაზახურმა ავიაკომპანიამ გასულ წელს დაიწყო და ფრენებს ზაფხულის სეზონის ბოლომდე ასრულებდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული ფრენების შესასრულებლად აუცილებელი ნებართვა 5 მაისს მიანიჭა.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)