|
2017-05-05 16:11:17, 1946 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი Nordic Investment Bank-ის პრეზიდენტს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და Nordic Investment Bank-ის პრეზიდენტმა ჰენრიკ მიქაელ ნორმანმა საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიებში ინვესტირების საკითხი განიხილეს . შეხვედრაზე Nordic Investment Bank-ის ხელმძღვანელობის მხრიდან გამოითქვა დიდი ინტერესი საქართველოს, როგორც სტაბილურად მზარდი ეკონომიკისა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმების მქონე ქვეყნის მიმართ. აღინიშნა, რომ ბანკის ხელმძღვანელობა გეგმავს საქართველოსთან თანამშრომლობას ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში ინვესტირების მიმართულებით. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა Nordic Investment Bank-ის ხელმძღვანელებს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები გააცნო. მხარეები, ასევე, შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა Nordic Investment Bank-ითან სამომავლოდაც გაგრძელდება და მეტი პროექტები განხორციელდება. Nordic Investment Bank-ის დამფუძნებელი ქვეყნებია: დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია და შვედეთი. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ საქართველოს ელჩი იაპონიაში ლევან ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)