|
2017-05-05 15:04:50, 1561 ნახვა
საზოგადოება
საგარეო საქმეთა სამინისტროში ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ისრაელში გამგზავრების წესები გააცნეს
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი და შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა შალვა კვინიხიძემ ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ისრაელში უვიზო მიმოსვლისა და საემიგრაციო წესებში შესატანი ცვლილებები გააცნეს. კერძოდ, სამინისტროს ცნობით, აღინიშნა, რომ ისრაელთან უვიზო მიმოსვლის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მიხედვით საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისრაელის ტერიტორიაზე ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში 90 დღე გაჩერდეს. უვიზო მიმოსვლა გულისხმობს მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტებით მგზავრობას, როგორიც არის: ტურიზმი, კერძო ვიზიტები, სამედიცინო მომსახურების მიღება და სხვა. და არავითარ შემთხვევაში - სამუშაოდ ან სხვა გრძელვადიანი მიზნებისთვის გამგზავრებას. სამუშაო ან სხვა ტიპის გრძელვადიანი ვიზიტების შემთხვევაში, მოქალაქე ვალდებულია შესაბამისი ვიზა ისრაელის საელჩოში მიიღოს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს ასევ განემარტათ, რომ ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს, როგორც „უსაფრთხო ქვეყნის" აღიარებასთან დაკავშირებით 17 აპრილიდან ამოქმედდება კიდევ ერთი ახალი რეგულაცია. რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების განცხადებები დაჩქარებული წესით განიხილება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს უარს ეტყვიან განცხადების განხილვაზე, მის მიმართ დაუყოვნებლივ დაიწყება ისრაელის სახელმწიფოდან იძულებით გაძევების (დეპორტაციის) პროცედურები. ამ რეგულაციის შემოღება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ საქართველოს მოქალაქეები, თავშესაფრის მიღებაზე უარის მიღების შემდგომ მიღებული შეტყობინების მიუხედავად - 7 დღის განმავლობაში დაეტოვებინათ ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორია - არალეგალურად რჩებოდნენ ისრაელის სახელმწიფოში. ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ ისრაელური მხარე საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირებას, როგორც საზღვარზე, ისე ქვეყნის შიგნით ახდენს ბიომეტრული მონაცემებითა და პირადი ნომრის მეშვეობით, რაც მინიმუმამდე ამცირებს შეცვლილი დემოგრაფიული მონაცემებით ისრაელის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არალეგალური მიზნებით შეღწევის მცდელობას. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მხარის სურვილია შესთავაზოს ისრაელის მხარეს შრომითი მიგრაციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებების დაწყება, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს სამუშაო მიზნით ლეგალურად გაემგზავრონ ისრაელში. თუმცა, შეთავაზების წინაპირობას წარმოადგენს საქართველოდან არალეგალური მიგრაციის ნაკადის მნიშვნელოვანი კლება, რის შემდეგაც გახდება შესაძლებელი მოლაპარაკებების წარმოება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)