|
2017-05-05 14:40:39, 2352 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება
6-7 მაისს, „თიბისი ბანკის“ სერვისები შეფერხებით იმუშავებენ - საბოლოო რებრენდინგი 20 მაისამდე დასრულდება
"თიბისი ბანკის"გენერალური დირექტორის მოადგილის, ვანო ბალიაშვილის ინფორმაციით, შაბათ კვირას დაგეგმილია ძალიან რთული ტექნოლოგიური გაერთიანება, რაც 2 ბანკის ტექნოლოგიური სისტემების გაერთიანებას გულისხმობს. " შესაბამისად, იძულებელუ გავხდით დაგვეწესებინა გარკვეული შეზღუდვები. "რესპუბლიკა ბანკის" კლიენტებისთვის, ფილიალები იმუშავებენ დღეს, დღის ბოლომდე ანუ 18:00 საათამდე. თუმცა 16:00 საათის შემდეგ, არ იქნება შესაძლებელი ბანკის გარეთ, გადარიცხვების შესრულება. რაც შეეხება ბარატებს, ისინი იმუშავებენ დღეს 23:00 საათამდე, შემდეგ კი გაითიშება. შესაბამისად, ორშაბათის დილიდან, უკვე ხელმისაწვდომი იქნება "თიბისი ბანკის" ანგარიშებზე წვდომა, როგორც ბარათებით ასევე, ფილიალებით. რაც შეეხება, "თიბისი ბანკის" კლიენტებს, მათთვის იმუშავებს, ყველა სერვისი, არ იმუშავებენ უბრალოდ ფილიალები და ონლაინ-ბანკი. ამასთან, "თიბისი ბანკს" ამ ეტაპისთვის აქვს 167 ფილიალი, რაც "ბანკი რესპუბლიკის" შესყიდვის მიუხედავად საკმარისია გარისხიანი მომსახურებისთვის", - განაცხადა ვანო ბალიაშვილმა. რაც შეეხება "რესპუბლიკა ბანკის" თანამშრომლებს, ვანო ბალიაშვილის თქმით, ისინი "თიბისი ბანკის" თანამშრომლები გახდებიან. "იყო მცირედი შემცირებები. ეს იყო მხოლოდ ბექ-ოფისებში. გლობალური შემცირება არ ყოფილა", - დასძინა ვანო. ბალიშვილის თქმით, საბოლოო რებრენდინგი 20 მაისამდე დასრულდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)