|
2017-05-05 14:13:50, 2258 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ავაზა“ შეემატა, რომელიც პლასტმასის ნარჩენების, ჩამონაჭრებისა და ჯართის გადამუშავებას შეძლებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების (AA) თანახმად, საქართველომ აიღო ვალდებულება გარემოს დაცვის კუთხით ითანამშრომლოს შესაბამის ევროსტრუქტურებთან, რომლის შესრულებაშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მყარი ნარჩენების გადამუშავებას. სწორედ, ხსენებული პროექტის საშუალებით ქ. ბათუმში, წერეთლის ქუჩა #4-ში გაიხსნება პლასტმასის ნარჩენების, ჩამონაჭრების და ჯართის წინასწარი დამუშავების საწარმო, რომელიც თავდაპირველ ეტაპზე 10 ადამიანის დასაქმებას შეძლებს. შპს „ავაზა“, რომელიც 2018 წლის იანვრის თვეში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 396 000 ლარს შეადგენს.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)