|
2017-05-05 13:59:15, 2293 ნახვა
სამართალი კომენტარი
დეკანოზ მამალაძის მეგობარი: სხდომის დახურვა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებას სიმართლე დაგვიმალონ
მამა გიორგი მამალაძის მეგობრები ე.წ ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დახურვის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილოები არიან. როგორც ჟურნალისტებს გიორგი მამალაძის ერთ–ერთმა მეგობარმა რაულ აგიკიანმა განუცხადა, სხდომის დახურვა ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, საზოგადოებისთვის დაემალათ სიმართლე, რომ უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში. “ასევე, როგორმე საზოგადოებას დაგვიმალონ ის სიმართლე, რომ აბსულტუტურად უსუსური არგუმენტებია საქმეში”,– აღნიშნა მამალაძის მეგობარმა. შეგახსენებთ, ე.წ ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა პროკურატურის შაუმდგომლობის საფუძველზე, სრულად დაიხურა. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით, საქმე შეიცავს იმგვარ საკითხებს და პერსონალურ ინფორმაციესბ, რომელთა გამჟღავნებაც მიზანშეუწონლად მიაჩნიათ. პროკურატურის არგუმენტაციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, ისინი პირიქით, სხდომის საჯაროობას მოითხოვდნენ თუმცა, საბოლოოდ, მოსამართლემ გადაწვეტილება ბრალდების მხარის სასარგებლოდ მიიღო. აღსანიშნავია, რომ პროცესის დახურვას ეწინააღმდეგებოდა თავად ბრალდებული მამა გიორგი მამალაძეც. მამალაძის თქმით, სასამართლო მის პირად ცხოვრებას არ განიხილავს, ბრალდებასთან აკავშირებით კი საზოგადოებისთვის დასამალი არაფერი აქვს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)