|
2017-05-05 11:12:28, 2002 ნახვა
სამართალი
ფსიქოტროპული აფთიაქების 18 ხელმძღვანელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს (ვიდეო)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, 36 სხვადასხვა ფსიქოტროპული აფთიაქის 18 ხელმძღვანელი პირი ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მიზნით, საქართველოში მდებარე 36 სააფთიაქო დაწესებულებიდან მოქალაქეებზე, მათ შორის არასრულწლოვან პირებზე, სისტემატურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რითაც დანაშაულებრივი საქმიანობის განმახორციელებელი პირები ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და საფრთხეს უქმნიდნენ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. „გამოძიების მიმდინარეობისას დადგენილ იქნა, რომ ხსენებული 36 აფთიაქის მიერ 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით (3 წლის განმავლობაში) პერიოდში, ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, რეალიზებულ იქნა 14 590 866 ერთეული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული - ფსიქოტროპული მედიკამენტი, რითაც, აფთიაქის ხელმძღვანელმა პირებმა უკანონოდ მიიღეს ჯამში, 15 011 488 ლარის ოდენობის შემოსავალი. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 - დან 5 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)