03:33 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 19:46:04, 1998 ნახვა

საზოგადოება
კადეტების საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ახალი აკადემიური წლისთვის ემზადება. ამ მიზნით ლიცეუმის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავენ. 

დღეს, ლიცეუმის დირექტორის მოადგილე და კადეტები ქალაქ მცხეთის მე-2 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. კადეტებმა სკოლის მოსწავლეებს ლიცეუმის ისტორიის, ამოცანის, მიღების პირობების, ასევე, სასწავლო პროცესისა და დღის განრიგის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. 

მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსწავლეები ფიზიკური მომზადების, სწავლის პროცესისა და დღის განრიგის სპეციფიკით დაინტერესდნენ.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელობამ და კადეტებმა მსგვსი ტიპის შეხვედრები გურიის, რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის რეგიონში უკვე გამართეს. უახლოეს მომავალში ისინი კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო- ზემო სვანეთის სკოლის მოსწავლეებს შეხვდებიან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics