08:40 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 19:10:23, 2208 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  248 საწარმოა მხარდაჭერილი, რომელთა რიცხვს კიდევ ერთი ბენეფიციარი კომპანია, შპს „ანთ გრუპ“ დაემატება. ახალი საწარმო  მშენებლობის სასახურავე მასალების, სამშენებლო აქსესუარების და თაბაშირ-მუყაოს ფილების წარმოებას გეგმავს.

მაღალი სტანდარტების შესაბამისი ახალი საწარმო მომხმარებელს მაღალხარისხიან სამშენებლო მასალებს შესთავაზებს,  რომელიც მნიშვნელოვან კონკურენციას გაუწევს იმპორტირებულ პროდუქციას. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 20 ადამიანს დაასაქმებს.

შპს „ანთ გრუპ“, რომელიც 2017 წლის ივლისში გაიხსნება, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  1 288 000 ლარს შეადგენს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics