01:43 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-11 10:38:31, 482 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ვატიკანში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვატიკანში ვიზიტი შეაჯამა.

ქვეყნის პირველმა პირმა მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან და წმინდა საყდრის სახელმწიფო  სამდივნოს წარმომადგენლებთან შეხვედრები შეაფასა და ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს გვქონდა აუდიენცია მის უწმინდესობა, რომის პაპ ფრანცისკესთან. ვფიქრობ ეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იყო. რომის პაპთან საქართველოს ისტორიული როლის, იმ უნიკალური კულტურისა და განსაკუთრებული მისიის შესახებ ვისაუბრეთ, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასრულებდა რეგიონში. ხაზგასმით აღვნიშნეთ ის ღირებულებები, რისთვისაც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო. განვიხილეთ ის სირთულეებიც, რაც ქართულ-ევროპულ არჩევანს დღეს თან ახლავს. შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა საქართველოს მომავალ როლზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის  უზრუნველყოფისათვის, ასევე ყურადღება გავამახვილეთ იმ პრობლემების გადაწყვეტის გზებზეც, რომლებიც აუცილებელია კაცობრიობის მშვიდობიანი განვითარებისათვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა წმინდა საყდართან ვიზიტის დასასრულს, მაკა ჩიჩუასთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად, კულტურული ღონისძიების ფარგლებში წმინდა პეტრეს ტაძარი მოინახულა და ვატიკანის მუზეუმი დაათვალიერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics