|
2017-05-04 13:39:51, 1395 ნახვა
საზოგადოება
ტრენინგი კატასტროფის რისკის შემცირების თემაზე
სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის და კრიზისული სიტუაციების მართვაში ჩართული სამინისტროების/უწყებების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებისთვის 1-4 მაისს, ბორჯომში, სასტუმრო “ქრაუნ პლაზაში“ კატასტროფის რისკის შემცირების თემაზე მედია ტრენინგი გაიმართა. ტრენინგის მონაწილეებს საქართველოში კატასტროფების მართვის სამდონიანი სისტემა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, საბჭოს აპარატის, კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის მუშაობის სპეციფიკა და ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (ECHO) ოფისის პროგრამა DIPECHO-ის ოთხი ფაზის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნეს. ასევე, კატასტროფის რისკის შემცირების პოლიტიკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ტრენინგს BBC-ს ყოფილი ჟურნალისტი, სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი ნეიჯელ ქეი უძღვებოდა. დიდი ბრიტანეთის გამოცდილებაზე დაყრდნობით განხილული იქნა კრიზისული სიტუაციების დროს ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობა და მედიის და ხელისუფლების თანამშრომლობის აუცილებლობა. ჟურნალისტებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა სამაგიდო სიმულაციური სავარჯოშოები და ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. ტრენინგის ფარგლებში შედგა სახელმძღვანელოს “მედია და ბუნებრივი კატასტროფები“ პრეზენტაცია. ნაშრომში წარმოდგენილია ძირითადი ინფორმაცია საქართველოში კატასტროფების მართვის შესახებ და აღწერილია ის ბუნებრივი საფრთხეები, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი. სახელმძღვანელო ასახავს მედიის როლს რისკების შემცირების, მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენის ფაზებში. მედიატრეინინგი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის ორგანიზებით, ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიისა და სამოქალაქო თავდაცვის (ECHO) ოფისის პროგრამა DIPECHO-ს პარტნიორი ორგანიზაციების: “არბაითერ სამარიტერ ბუნდის“ (ASB), ოქსფამის“ (OXFAM) და “დანიის წითელი ჯვრის საზოგადოების“ და “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. ბრიტანელი ჟურნალისტი ნეიჯელ ქეი 30 წლის განმავლობაში იყო დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანიის (BBC) ჟურნალისტი. 2006 წლიდან კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, ადგილობრივ წარმომადგენლობებსა და ბიზნეს სექტორს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მედიასთან ურთიერთობების საკითხებში. ამასთანავე, იგი გახლავთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული საგანგებო სიტუაციების დაგეგმვის კოლეჯის ასოცირებული ლექტორი. ნეიჯელ ქეის დაარსებული აქვს კომპანია „ნეიჯელ ქეი მედია“.
(NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)