|
2017-05-04 12:32:03, 2108 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა: ხშირად, მესამე სექტორიც და პოლიტიკური პარტიებიც ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ
განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას შეფასებით, კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესმა უნდა დაანახოთ, ხალხი რას ფიქრობს ცვლილებებზე. ჯეჯელავას თქმით, ეს იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, მესამე სექტორისა და და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, როდესაც შენიშვნებსა და მოსაზრებებს გამოთქვამენ, არა ქვეყნის, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ: „სახალხო განხილვამ შეიძლება დაგვანახოს ხალხის მოსაზრება, ანუ მოგეხსენებათ, ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა არა მარტო საკონსტიტუციო მასშტაბის, არამედ საკანონმდებლო მასშტაბისაც, გულისხმობს სახალხო განხილვებს, ეს არის ჩვენი ღია მმართველობის პრინციპის თანამდევი და განუყრელი ნაწილი. მთავარია, რაც ჩვენ უნდა დავინახოთ ამ პროცესიდან, ხალხი რას ფიქრობს. ხშირ შემთხვევაში მესამე სექტორიც და პოლიტიკური პარტიებიც როდესაც თავის შენიშვნებს, მოსაზრებებს გამოთქვამენ, ხელმძღვანელობენ არა ქვეყნის და ხალხის ინტერესებით, არამედ ხელმძღვანელობენ თავისი ვიწრო პარტიული ინტერესებით. მესამე სექტორში მუშაობენ ცოცხალი ადამიანები, ვისაც შეიძლება პირადი პოლიტიკური გეგმები ჰქონდეთ, მაგალითი არ შემიძლია მოგიყვანოთ“,-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)