|
2017-05-04 09:58:25, 1565 ნახვა
საზოგადოება
ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, გამოფენას საქართველო პირველად უმასპინძლებს
ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში, საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი, როგორც მასპინძელი ქვეყანა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლის დროსაც ქვეყანა საუკეთესო კუთხით უნდა წარმოჩნდეს: „მინდა ხაზი გავუსვა ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას. ბორდოს ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში წელს პირველად ბორდოს ცენტრისთვისაც და საქართველოსთვისაც იმართება ღვინის ცივილიზაციის გამოფენა. საქართველო არის მასპინძელი, როგორც ღვინის ცივილიზაციის აკვანის ქვეყანა,ღვინის ქვეყანა, სადაც ეს კულტურა შეიქმნა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, რომ ივლისის ბოლოდან ოქტომბრის ჩათვლით ბორდო და ბორდოსთან ერთად საქართველო უმასპინძლებს ძალიან მნიშვნელოვან გამოფენას, სადაც გაიმართება სხვადასხვა საინფორმაციო წარმოდგენები, იქნება მაქსიმალური ინფორმაცია ჩვენი ქვეყნის შესახებ, ჩვენი უძველესი კულტურის შესახებ, ღვინის კულტურის, ხელოვნების შესახებ. ამ წარდგენას ხელმძღვანელობს სოფლის მეურნეობის მინისტრი და ჩვენი ქვეყნისთვის მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა, კიდევ ერთხელ ყველა უწყებას ვთხოვო, მაქსიმალურად ითანამშრომლოს ბატონ ლევან დავითაშვილთან, რათა საუკეთესო კუთხით იქნას წარმოჩენილი საქართველო. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის საერთშორისო ცნობადობის ამაღლების კუთხით, ჩვენი უძველესი კულტურის გაცნობის კუთხით. ეს არის დიდი მიღწევა, რომ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში ჩვენ ვართ მასპინძლები პირველი საგამოფენო წლის განმავლობაში, მთელი სამი თვის განმავლობაში.ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და მინდა ყველას მოგილოცოთ. ასეთი რამ შეიძლება თუნდაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო და დღეს ეს არის შესაძლებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა. ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდი ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით. პირველი ნაბიჯი კომპანია „ჯივიესის“ მხრიდან 1999 წელს ლონდონში საქართველო გამოიფინა, როგორც ღვინის აკვანი და ამის შემდეგ დიდი სამუშაო იქნა გაწეული ღვინის ინდუსტრიაში, ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების კუთხით და დაგვირგვინება გახლავთ მართლაც ის, რომ ქვეყანაში, რომელიც ძალიან სელექტიურია ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს, ქალაქში, რომელიც მართლაც არის ძალიან მაღალი სტანდარტების ამ კუთხით, ჩვენ ვართ მასპინძელი ქვეყანა. ეს არიას მართლაც დიდი წარმატება და მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, ითანამშრომლოთ მაქსიმალურად ყველა უწყებამ. ლევანთან მუშაობს ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურად ემზადება საქართველოს დღეებისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდი მოვლენას“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)