|
2017-05-03 13:40:20, 2132 ნახვა
ეკონომიკა
უმსხვილესი ამერიკული კომპანია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესდა
გლობალური მრავალპროფილური კომპანია „3M“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის, მრეწველობის, ჯანდაცვის, ელექტრონიკის და უსაფრთხოების მიმართულებით საქმიანობს, საქართველოში სხვადასხვა სექტორში არსებული შესაძლებლობებით და ბიზნეს კლიმატით დაინტერესდა. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძისა და რეგიონალურ დირექტორის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. „საერთაშორისო მასშტაბით გლობალური კომპანიების საქართველოსადმი არსებული დიდი ინტერესი საქართველოს მთავრობის წარმატებული რეფორმების, რეგიონში და ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებული პარტნიორობის შედეგია და ჩვენ მზად ვართ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პროცესს, რომელიც საქართველოს რეგიონალურ ჰაბად აქცევს და მოიზიდავს ისეთ საერთაშორისო კომპანიებს, როგორსაც წარმოადგენს „3M", რომელიც საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობებით არის დაინტერესებული", - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულებისას. კომპანია „3M" ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში 70-მდე ქვეყანაში შვილობილ კომპანიას და 38 ქვეყანაში საწარმოს ფლობს. კომპანიას, რომლის გაყიდვებმაც 2015 წელს 32 მილიარდი შეადგინა, მსოფლიო მასშტაბით 90 000 -მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)