|
2017-05-03 12:08:07, 1730 ნახვა
კომენტარი
კანდელაკი: საზოგადოების მობილიზებამ შედეგი გამოიღო და „ღამის მგლებს“ შემოსვლაზე უარი ეთქვა
,,სასიხარულოა, რომ საზოგადოების მობილიზებამ და ზეწოლამ გამოიღო შედეგი და დღეს დილით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ,,ღამის მგლების’’ 50-მდე წარმომადგენელს უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე’’,-ამის შესახებ მოძრაობა "თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, ფრაქცია მოუწოდებს მთავრობას შეწყდეს საქართველოს შიგნით პრორუსული დაჯგუფებების წახალისების პოლიტიკა. ,,ჩვენ გუშინ მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას და შსს-ს, რომ არ შემოეშვათ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ექსტრემისტული დაჯგუფება ,,ღამის მგლები’’, რომლებიც აპირებდნენ ჩამოსვლას 9 მაისისთვის. მოვითხოვთ, რომ დაჯგუფების დანარჩენ წევრებსაც ასევე უარი ეთქვას ჩვენს ქვეყანში შემოსვლაზე. მოგეხსენებათ, ეს ექსტრემისტული დაჯგუფება არის პირდაპირ დაკავშირებული ვლადიმერ პუტინთან და ფინანსდება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ. ,,ღამის მგლები’’ ასევე არ შეუშვეს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ასეთი ერთ-ერთია პოლონეთი. დაჯგუფების წევრები იქცევიან უაღრესად გამომწვევად, შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და არ სცემენ პატივს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყდეს ჩვენი ქვეყნის შიგნით პრორუსული დაჯგუფებების წახალისების სამწუხარო პოლიტიკა, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)