|
2015-04-10 14:18:59, 683 ნახვა
სამართალი
შალვა აბულაძის მეგობარ რამინ მამედოვს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა
პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძის მეგობარს, რამინ მამედოვს, აღკვეთი ღონისძიების სახით, 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლე ეკა არეშიძემ მიიღო. იმ შემთხვევაში, თუკი მამედოვი სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს თანხას გადაიხდის, წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდება. მამედოვს უფლება ეძლევა თანხის ნაცვლად, უძრავი ქონება ჩადოს. გამოძიება რამინ მამედოვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება. დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მამედოვს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს, რათა ზეწოლის გზით, მისი მეგობრის, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელი დაედგინათ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2015 წლის 2 ივნისს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)