|
2017-05-03 10:24:47, 1592 ნახვა
საზოგადოება
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 30 აპრილიდან 2 მაისამდე კახეთში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი გაანეიტრალა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 30 აპრილიდან 2 მაისამდე კახეთის რეგიონში რამდენიმე მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა, რისთვისაც საერთო ჯამში 130 ერთეულამდე რაკეტა იქნა გასროლილი. დელტას ცნობით, 30 აპრილის დღის 12 :10 საათიდან კახეთის რეგიონში, თელავის და ახმეტის რაიონების თავზე რამდენიმე შიდამასიური და ფრონტალური ღრუბლის მასა დაფიქსირდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომა 20 მმ იყო. 25 სეტყვასაშიში ღრუბლის კერის დასამუშავებლად გასროლილი იქნა 70 ერთეული რაკეტა. ნალექის ძირითადი მასა აღნიშნულ რაიონებში წვიმის სახით ჩამოიცალა. 1 მაისის 19:24 საათიდან 2 მაისის დილის 06:30 საათამდე სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები ახმეტის, თელავის, სიღნაღის და გურჯაანის რაიონების თავზე ეტაპობრივად განვითარდა. I,II და III კატეგორიის ფრონტალური და შიდამასიური სეტყვასაშიში ღრუბლებიდან სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 10-15 მმ იყო. 19:24 სთ-დან 19:44 სთ-მდე ახმეტის, 03:17სთ-დან 04:05 სთ-მდე თელავის, 04:36 სთ-დნ 05:50 სთ-მდე სიღნაღის და 06:20 სთ-დან 06:30 სთ-მდე გურჯაანის რაიონების თავზე ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების მიზნით სისტემამ 60 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა. ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა. (NS)
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)