01:43 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-10 14:06:16, 537 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ეჭვმიტანილის დაკავება ხელისუფლების ღირსების საქმე იყო

„მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე“, – ასე ეხმაურება  საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი  პოლიციელების მკვლელობასა და დაჭრაში მთავარი ეჭვმიტანილის შალვა აბულაძის დაკავების საკითხს. 

მისივე თქმით, სახელმწიფო დანაშაულს არავის შეარჩენს და ყველა დამნაშავე კანონის სიმკარცით დაისჯება.   

„პოლიციელების - ბექა მარგიშვილისა და გიორგი ბერუაშვილის მკვლელობასა და ვალერიან გრძელიშვილის და გიორგი მახარაშვილის დაჭრაში მთავარი ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე დაკავებულია და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ჩვენი საზოგადოებისათვის.

ამ დანაშაულის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილის დაკავება იყო ჩვენი ხელისუფლების ღირსების საქმე.
მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, პირადად მინისტრს და თითოეულ პოლიციელს დაკავების ოპერაციის ოპერატიულად და ეფექტიანად ჩატარებისთვის.

სახელმწიფო არავის შეარჩენს დანაშაულს და ყველა დამნაშავე დაისჯება კანონის მთელი სიმკაცრით“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics