|
2017-05-02 17:25:30, 2161 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ომბუდსმენი ზარდიაშვილს: როდესაც სასამართლოში მუშაობდით, თანამშრომლები გიჩიოდნენ და ზეწოლაში გადანაშაულებდნენ
„თქვენ 2012 წლამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად მუშაობდით და სწორედ იმ წლებში, როდესაც ყველაზე მეტი ფაქტი არსებობდა უკანონო გადაწყვეტილებების“,-ასე მიმართა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა უმრავლესობის წარმომადგენელს ვანო ზარდიაშვილს. ომბუდსმენმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ არის მიუღებელი უმრავლესობის დეპუტატისთვის ნანუაშვილის რეკომენდაცია. „როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ 2012 წლამდე მუშაობდით თბილისის საქალაქო სასამართლოს მენეჯერად. სწორედ იმ წლებში, როდესაც ყველაზე მეტი ფაქტი არსებობდა უკანონო გადაწყვეტილებების, გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა იყო 0,01%, იმ პერიოდში არა ერთი ადამიანი, მათ შორის თქვენი თანამშრომლები, მანდატურები გიჩიოდნენ და ამაზე სატელევიზიო რეპორტაჟებიც არსებობდა, ისინი თქვენ ზეწოლაში გადანაშაულებდნენ. კერძოდ, თქვენ უკრძალავდით ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობას. თქვენი მეუღლე ასევე მუშაობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად, რომელსაც ევალება მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების მართვა. აქედან გამომდინარე, გასაგებია ჩემთვის, რატომაა თქვენთვის მიუღებელი ჩვენი არა ერთი რეკომენდაცია, რომელიც ეხება სწორედ კონკრეტული დარღვევების გამო, მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას”, - განაცხადა ნანუაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)