01:40 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 14:42:15, 1463 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია ყატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება თბილისსა და დოჰას, როგორც ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 ყატარის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, რომ თბილისს მდიდარი საინვესტიციო პოტენციალი აქვს, რითიც ყატარის სახელმწიფო დაინტერესებულია.

დავით ნარმანიამ კი, თავის მხრივ, მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას მსხვილი საინვესტიციო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ყატარის სახელმწიფოს ელჩმა, შეხვედრის დასასრულს, თბილისის მერს საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა. 

დავით ნარმანიამ ყატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ ალ-ხალიფას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

(NS)

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics