|
2017-05-02 14:13:14, 2538 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის მხრიდან თურქეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების ახალ პირობას ანკარა პროვოკაციულად აფასებს
ოფიციალური ანკარის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან თურქეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების ახალი პირობი პროვოკაციულია, - ამის შესახებ BBC თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. „თურქეთი ხვდება, რომ ეს წითელი ხაზია, თუმცა ვთვლით, რომ საქმე გვაქვს არაკონსტრუქციულ დიალოგთან. ეს არის ერთი მხარის გაგდება დიალოგიდან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილე კაან ეზნერი. როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ევროკავშირი კარგი პროექტია და მასში გასაწევრიანებლად თურქეთმა ყველა პირობა შეასრულა, ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერმა უნდა მიიღონ. ცნობისთვის, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი 1963 წელს მოეწერა. 1987 წელს ოფიციალურმა ანკარამ ორგანიზაციის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მოლაპარაკებები ამ თემაზე კი, 2005 წელს დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)