00:54 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 12:29:46, 1836 ნახვა

საზოგადოება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ავსტრიის საერთაშორისო სემინარზე იმსჯელეს

საერთაშორისო სემინარზე „ბზის და სხვა კულტურების ინვაზიური მავნებლებისაგან ზიანის აცილების მხარდაჭერა აღმოსავლეთ შავიზღვისპირა რეგიონში“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ ხიდეშელმა დასავლეთ საქართველოში თხილის მავნებელ-დაავადებების, მათ შორის, აზიური ფაროსანას გავრცელების შედეგად შექმნილი ფიტოსანიტარული მდგომარეობის და დაგეგმილი ბრძოლის ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

აღნიშნული სემინარი ავსტრიის ტყის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში (BFW), ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ავსტრიის წარმომადგენლობის და ევროკავშირის ორგანიზებით ჩატარდა.

სემინარზე აღმოსავლეთ შავიზღვისპირა რეგიონში გავრცელებული საშიში ინვაზიური მავნებლების ბზის ალურას და აზიური ფაროსანას ბიოეკოლოგიის, გავრცელების ინტენსივობის, მავნეობისა და ბრძოლის ღონისძიებების საკითხებზე იმსჯელს.

სემინარში საერთაშორისო ორგანიზაციების USAID, OSCE,  CABI, Action Against Hunger, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, სამეცნიერო მოხსენებები წარმოადგინეს ექსპერტებმა შავიზღვისპირა ქვეყნებიდან.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics