|
2017-04-30 10:07:20, 2387 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ქბრბ საფრთხეების შესახებ ტრენინგი დასრულდა
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, ამავე დეპარტამენტისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთობლივი სასწავლო კურსი - „ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და მათზე რეაგირება“ დასრულდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,სწავლება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა. მათივე ცნობით, ტრენინგის ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, უკანონო ლაბორატორიების აღმოჩენისა და მათზე ტაქტიკური შტურმის ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა. ასევე, მოეწყო დეკონტამინაციის ზონა და სპეციალური დეტექტორების საშუალებით განხორციელდა სწავლებისათვის შექმნილი ლაბორატორიების შემოწმება. ტრენინგს ამერიკელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. სწავლების დასასრულს, მონაწილეთა მიერ შესრულებული სამუშაოები დამკვირვებელთა ჯგუფმა და ამერიკელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)