00:55 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-29 11:24:33, 1777 ნახვა

საზოგადოება
კოსტა ხეთაგუროვის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ჩუღურეთის რაიონში, კოსტა ხეთაგუროვის სკვერის სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, სკვერში მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილმა, ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროს გოგა წერეთელთან ერთად, დაათვალიერა.

რეკონსტრუქციის ფარგლებში სკვერი სრულად კეთილმოეწყობა. დაგეგმილია თანამედროვე განათების სისტემის დამონტაჟება, შადრევანის მოწყობა, დაიგება ქვაფენილი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. სკვერში განთავსდება გარე გამოყენების ტრენაჟორები და ასევე, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ზონის მოწყობა.

სკვერის სრული რეაბილიტაციისთვის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტიდან 130 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები მაისის ბოლოს დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics