|
2017-04-28 19:55:55, 1498 ნახვა
საზოგადოება
საქართველო და პოლონეთი დღეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ
საქართველოსა და პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილის აღნიშვნის დღეს, 28 აპრილს, საქართველოსა და პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა, დიპლომატიური არხების მეშვეობით, მისალოცი წერილები გაცვალეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პოლონელ კოლეგას ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა და საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობებს განსაკუთრებული მეგობრობისა და სოლიდარობის სანიმუშო მაგალითი უწოდა. მან მადლიერება გამოხატა პოლონეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს გვერდზე დგომისთვის. თავის მხრივ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ თავის მისალოც წერილში აღნიშნა, რომ 1992 წლის 28 აპრილს ორმა სახელმწიფომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც უკავშირდებოდა ისტორიული კავშირების აღდგენას დამოუკიდებელ პოლონეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის. მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებებში და საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა და გამოხატა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი. შეგახსენებთ, რომ 1992 წლის 28 აპრილს საქართველომ და პოლონეთმა აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობები. ოფიციალური პოლონეთის რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობა 1919 წლის 29 იანვარს აღიარა, საქართველოს ანტანტის უმაღლესი საბჭოს მიერ დე-იურედ აღიარებამდე 2 წლით ადრე. 1995 წლის 20 ნოემბერს, პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო დაარსდა თბილისში, რომელმაც 1997 წლის შემოდგომაზე დაიწყო ფუნქციონირება. 2001 წლიდან პოლონეთში საქართველოს საელჩო ბერლინში აკრედიტებული იყო. 2003 - 2004 წწ. ქართული დიპლომატიური მისია ფუნქციონირებდა უკვე პოლონეთის დედაქალაქში. საქართველოს საელჩო ვარშავაში ხელახლა 2005 წელს გაიხსნა.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)