|
2017-04-28 18:04:57, 2652 ნახვა
ეკონომიკა
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრნენ. სამინისტროს ცნობით, სხდომაზე განიხილეს პრეზენტაცია თემაზე ,,სსპ „აწარმოე საქართველში“: ახალი ხედვები და პერსპექტივები“ და დისკუსია ,,კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები“. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საკუთარი იდეები და გეგმები გაუზიარეს, ასევე გაეცნენ კერძო სექტორის წარმომადგენელთა ხედვას და პოზიციებს. ,,მოგეხსენებათ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, შექმნილი გვაქვს საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებისგან, კერძო სექტორისა და სხვადასხვა ასოციაციის წევრებისგან შედგება. დღეს იყო ამ საბჭოს მორიგი შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ განვიხილეთ პროგრამა ,,აწარმოე საქართველოს“ შედეგები, ასევე განახლებული სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სამომავლო გეგმები და ხედვები. დღეს ჩვენ მოვისმინეთ კერძო სექტორის წარმომადგენლების პოზიცია სხვადასხვა საკითხებზე. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ ეს საბჭო ძალიან კარგი პლატფორმაა კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის მოსაზრებების და იდეების გასაცვლელად“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)