|
2017-04-28 17:46:46, 1579 ნახვა
საზოგადოება
დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების მიზნით ბათუმში ორი კორპუსი შენდება
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 220 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. მინისტრის თქმით, მშენებლობის დასრულების შემდეგ, აჭარაში იმ დევნილების პრობლემა გადაწყდება, რომლებსაც დღემდე არ აქვთ სახლები. „ორმხრივად მნიშვნელოვან პროცესს ვიწყებთ, ამ კორპუსების მშენებლობა გაჩერებული იყო და აჭარის მთავრობისა და ჩვენი სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა გაგრძელება. შესაბამისად, 220 წაბლანელი ოჯახი და 164 დევნილი ოჯახი ამ კორპუსებში ბინებს მიიღებს. წაბლანის ტრაგედია 28 წლის წინ მოხდა და დღემდე, ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაწყვიტა ამ ხალხის საცხოვრებლის პრობლემა. დღეს, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობის დასრულების შემდგომ, აჭარაში იმ დევნილების პრობლემა გადაწყდება, რომლებსაც დღემდე არ აქვთ სახლები,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა. სამშენებლო სამუშაოებს ბინათმშენებლობის ამხანაგობა „წაბლანა 2015“ ახორციელებს. აჭარის მთვრობამ ამხანაგობას ბათუმში 5000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცა და 1 550 000 ლარი გამოუყო. მშენებლობის დასრულების საქმეში დიდი წვლილი შეაქვს დევნილთა და განსახლების სამინისტროს, რომელიც აღნიშნულ კორპუსებში დევნილი ოჯახებისთვის 164 ბინას შეისყიდის. სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. (NS)
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)