|
2017-04-28 16:16:51, 1514 ნახვა
საზოგადოება
სან დიეგოში 25 აპრილი თბილისის დღედ გამოცხადდა
თბილისის მერი დავით ნარმანია კალიფორნიის შტატის ქალაქ სან დიეგოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. თბილისის მერი სან დიეგოს მერს კევინ ფოლკნერს შეხვდა და ორ ქალაქს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ესაუბრა. სან დიეგოს მერმა თბილისის მერს გადასცა მის მიერ ხელმოწერილი პარტნიორობის დოკუმენტი, რომელიც განათლების, ეკონომიკისა და დიპლომატიის სფეროში ორ ქალაქს შორის არსებულ თანამშრომლობას ასახავს და ამ მიმართულებით პროექტების ერთობლივად განხორციელების მზადყოფნას გამოხატავს. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით, 2013 წლიდან ხორციელდება პარტნიორობის პროექტი, რომელიც გულისხმობს სტუდენტებისთვის საქართველოში, ამერიკაში აკრედიტებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების შემოთავაზებას სამოქალაქო ინჟინერიის, ქიმიის, ტექნოლოგიებისა და ისეთ დარგებში, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. დავით ნარმანიას თქმით, თბილისსა და სან დიეგოს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ორი ქალაქის დაახლოებისთვის მნიშვნელოვანია. „ეს თანამშრომლობა განათლების, კულტურისა და ეკონომიკის მიმართულებით არაერთი ურთიერთსასარგებლო საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს. აღსანიშნავია, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული უნივერსიტეტების პარტნიორია უკვე 2013 წლიდან. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამა ჩვენთან კვალიფიციურ კადრებს ამერიკული გამოცდილებით ამზადებს. 5 წლის შემდეგ ამ პროექტის ფარგლებში გვეყოლება, სულ მცირე, 1000 სტუდენტი, რომლებიც მიიღებენ მაღალი ხარისხის განათლებას და იქნებიან კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზარზე. ჩემთვის, როგორც მერისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ის, რომ ამ პროგრამით განვითარდება სამოქალაქო ინჟინერიისა და მშენებლობის სექტორის დარგები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს მუნიციპალურ უფლებამოსილებებთან. ამ პროგრამების მეშვეობით გადამზადებული კადრები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ქალაქის დაგეგმვასა და განვითარებაში“,- განაცხადა თბილისის მერმა. დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია სან დიეგოს გამოცდილების გაზიარება, ასევე, ისტორიული შენობების რესტავრაციისა და ურბანული გამწვანების მიმართულებით, რადგან ძეგლების განახლება და გამწვანებაც ურბანული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებებია. სან დიეგოს მერის გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 25 აპრილი სან დიეგოში, კალიფორნიის მეორე ყველაზე მსხვილ ქალაქში, თბილისის დღედ გამოცხადდა. (NS)
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)