00:09 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-28 15:15:47, 1455 ნახვა

საზოგადოება
გამარტივებული საქმისწარმოების სერვისით 6 ათასამდე აპლიკანტმა ისარგებლა

აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმისწარმოების 2017 წლის პირველი კვარტლის ანგარიშს აქვეყნებს. 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურში შემოვიდა 5 973 აპლიკაცია დავალიანების გადახდის შესახებ, საიდანაც კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, 296 აპლიკანტს ეთქვა უარი წარმოებაზე.  

გამარტივებული საქმისწარმოების ქეის მენეჯერებმა 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით წარმოებაში მიიღეს 7 444 აპლიკაცია, ხოლო აღნიშნული 3 თვის განმავლობაში დაასრულეს 5 155, მათ შორის ნებაყოფლობით გადახდის ვადაში გადახდა განხორციელდა 69 საქმეზე, ხოლო მორიგებით დასრულდა 868.

აპლიკაციების შემოსვლის დინამიკა მზარდია და შესაბამისად, 2017 წლის პირველ კვარტალში შემოსულ აპლიკაციათა რაოდენობა გაცილებით მეტია წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 
სერვისის მოთხოვნა იზრდება, რადგან ხშირია გადაწყვეტილებები თანხის განწილვადების შესახებ, ასევე გამარტივებული საქმისწარმოების შედეგად იზრდება მორიგებითა და ნებაყოფლობით გადახდის ვადაში დასრულებული საქმეები. 

გამარტივებული საქმისწარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისი, რომელიც მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, სასამართლოს გარეშე სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით დაიკმაყოფილოს ფულადი მოთხოვნა. აპლიკანტს შეუძლია მიმართოს გამარტივებულ საქმისწარმოებას იმ შემთხვევაში, როდესაც რესპონდენტს (მოვალეს) აქვს ფულადი დავალიანება, რომლის გადახდის ვადა გასულია და რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ, თითოეული საქმე გადაეცემა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის ქეის მენეჯერს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics