|
2017-04-28 11:16:06, 2257 ნახვა
სამართალი
უვადოდ დანიშნული მოსამართლეებისთვის შესაძლოა, შეფასების სისტემა ამოქმედდეს
უვადოდ დანიშნული მოსამართლეებისთვის შესაძლოა, შეფასების სისტემა ამოქმედდეს. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე განუცხადა. "საქართველოში უკვე გვყავს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები და ვფიქრობ, რომ შეფასებითი სისტემა ამოქმედდეს და აქ უცხოელი ექსპერტების გამოცდილების გაზიარება არის ძალიან მნიშნელოვანი. შეფასების სისტემა არ გულისხმობს იმას, რომ მოსამართლეს ვაფასებთ დასჯის კუთხით, რომელია კარგი და რომელი ცუდი. ჩვენ შემოვიღებთ იმას, რომ როდესაც ხდება დაწინაურება, ამ შეფასებას დაეყრდნოს ეს დაწინაურება. ჩვენ შეიძლება განვსაზღვროთ, ვინ გამოირჩევა ეფექტურობით და თუ შეფასება მაღალი აქვს, ცოტა განსხვავებული ხელფასი ჰქონდეს, ანუ შეფასების სისტემა გახდეს სტიმული და არ იყოს შემაფერხებელი მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის. თუ მოსამართლე შეფასების შედეგად ძალიან ხშირად ღებულობს დაბალ შეფასებას, შესაძლებელია მისი საქმე დისციპლინურზე გადავიდეს. ეს შეფასების სისტემა აუცილებლად უნდა შემუშავდეს და ამოქმედდეს საქართველოში, რომელიც დაეხმარება მოსამართლეს კარიერულ წინსვლასა და სახელფასო დანამატში",-აღნიშნა ლევან მურუსიძემ. საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილება მართლმსაჯულებისათვის ისეთი აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: მოსამართლეთა საქმიანობის შეფასება, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები (მედიაცია) და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე-ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრები, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ნინო გვენეტაძე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი-ლევან მურუსიძე, საბჭოს წევრები, საქართველოს მთავარი პროკურორი-ირაკლი შოთაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი-ალექსანდრე ბარამიძე. აღნიშნულ კონფერენციაზე ექსპერტების სახით წარმოდგენილნი იქნებიან: აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მოსამართლე ვირჯინიიდან -ანტონი ჯ. ტრენგა, პორტუგალიის მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - მარიო ბელო მორგადო, გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარე - იენს გნიზა, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე- გერჰარდ რაისნერი, ლატვიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - ივარს ბიჩკოვიჩი, ლიტვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - რიმვიდას ნორკუსი, მართლმსაჯულების რეფორმის ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი უკრაინაში - დოვიდას ვიტკაუსკასი, ასევე, ყაზახეთის, მოლდოვის, უკრაინისა და სხვა ევროპული ქვეყნების სასამართლო სისტემის წარმომადგენლები. მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციაების სამდივნოს ფინანსურ მხადაჭერას უწევენ „გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდი“ (IRZ), ევროსაბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში (CoE), ევროკავშირის EU4Justice: სასამართლო მხარდაჭერის პროექტი, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)