19:25 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-08 14:14:20, 2286 ნახვა

ეკონომიკა
ინოვაციური სერვისების ლაბორატორიამ რუსთავის მერიასთან ერთად მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის დიზაინზე მუშაობა დაიწყო

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიწვევით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიამ, გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა.

ღონისძიება ქალაქ რუსთავში დაგეგმილი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის მაქსიმალურად მომხმარებელზე ორიენტირებული გარემოს და შიდა დიზაინის შექმნას ისახავდა მიზნად. მოქალაქეთა მომსახურების ცენტრების მშენებლობა ქალაქ რუსთავში მიმდინარე წელს არის დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა „მონაწილეობითი ადგილობრივი ბიუჯეტირება ქალაქ რუსთავში.“

სამუშაო შეხვედრა, სერვისლაბის თანამშრომლებმა, ე.წ. Design Thinking-ის მეთოდოლოგიით წარმართეს. სხვადასხვა საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინების მიზნით ღონისძიებაში მონაწილეები წარმოადგენდნენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფებს მათ შორის: ახალგაზრდები, კერძო სექტორის, მერიის, არასამთავრობო, ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

ღონისძიების შედეგად გამოიკვეთა ის მიდგომები, რაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფებისთვის მუნიციპალური სერვისების კომფორტულად, ხარისხიანად და მომხმარებელზე ორიენტირებული სივრცის შესაქმნელად. ჩამოყალიბებული იდეების განხორციელებისთვის სამუშაო ჯგუფებში მუშაობდნენ საერთაშორისო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის სკოლის და არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებმაც შექმნეს სამომავლო სივრცის პროტოტიპები.

აღსანიშნავია, რომ სსგს საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, მუშაობს როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი სახელმწიფო სერვისების განვითარებაზე და მათ მომხმარებელზე ორიენტირებულობის უზრუნველყოფაზე. ქალაქ რუსთავთან თანამშრომლობა სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics