|
2017-04-27 16:31:02, 1386 ნახვა
საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროსა და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა ტუდორელ ტოადორმა მოაწერეს ხელი. დოკუმენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემების ეფექტიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის, სარეაბილიტაციო მიდგომების, რესოციალიზაცია-რეინტეგრაციის პროგრამებისა და პენიტენციური ჯანდაცვის შესახებ ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და რუმინეთის იუსტიციის სამინისტრო, პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების ზრდას, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ წამახალისებელი მიდგომების დანერგვას, სისტემის ეფექტიანი მართვის საკითხებსა და ფსიქიკური აშლილობის მქონე ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი პროგრამების შემუშავება-განხორციელების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას უზრუნველყოფენ. გათვალისწინებულია ერთობლივი პროექტების შემუშავება-განხორციელება. ასევე, ვიზიტების, საერთო ინტერესის სფეროებზე სამუშაო შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ რუმინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაძლიერების საქმეში. „საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან რეფორმებს, რათა დავნერგოთ საუკეთესო ევროპული სტანდარტები. დარწმუნებული ვარ, რომ სასჯელაღსრულების სფეროში საქართველო-რუმინეთს შორის ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება ემსახურება ორივე მხარის ინტერესებს, ხელი შევუწყოთ სასჯელის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებათა პირდაპირი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პირველ ვიცე-პრემიერ კახა კალაძესა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, რუმინეთში 26 აპრილს გაემგზავრა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დელეგაციამ შეხვედრები რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ ტარიჩეანუსთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ნიკოლა ელივიუ დრაგნეასთან გამართა. კახა კახიშვილმა ორი ქვეყნის მთავრობათა წევრებს შორის გაფართოებულ შეხვედრასა და საქართველო-რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
(NS)
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)