|
2017-04-27 13:07:15, 1908 ნახვა
პოლიტიკა
რუმინეთის სენატის პრეზიდენტი: რუმინეთი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ბუქარესტში გრძელდება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს რუმინეთის პარლამენტს ეწვია და სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო-რუმინეთის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, კერძოდ კი, სტრატეგიული ურთიერთობების ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. აღინიშნა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მოლაპარაკებების შედეგად მიღებული ერთობლივი დეკლარაციის შესახებ, სადაც ასახულია სტრატეგიული თანამშრომლობის პრიორიტეტები. შეხვედრაზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატება განიხილე. კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუსმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედება მიულოცა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატის პრეზიდენტს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის. “საქართველო არის მაგალითი ძალიან პერსპექტიული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარების კუთხით და ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები ამით, რადგან რუმინეთი არის ქვეყანა, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,”-განაცხადა კალინ პოპესკუ-ტარიჩეანუმ შეხვედრაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობასა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას. რუმინეთის სენატის პრეზიდენტის თქმით, მის ქვეყანას კარგად ესმის საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების და ამ მიმართულებით რუმინეთი კიდევ უფრო გააქტიურებს საქართველოს მხარდაჭერას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რუმინელი დამკვირვებლების როლს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი გარანტიაა. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სენატის სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)