|
2017-04-27 12:47:19, 2372 ნახვა
სამართალი კომენტარი
ირაკლი სესიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის' ბრალდებებიტან დაკავშირებით, პროკურატურას მიმართა. საუბარია პარტიის მიერ მისი შვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, 2015 წელს მომხდარი ავტომობილის ქურდობის საქმეზე სავარაუდო დამნაშავის თითის ანაბეჭდი დავით სესიაშვილის თითის ანბეჭდს ემთხვევა. როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებტან საუბარში აღნიშნა, სამართლებრივი რეაგირება უნდა მოყვეს იმ განცხადებას, რომელიც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაისმა. სესიაშვილის ინფორმაციით, ის აღნიშნული საქმით დაინტერესდა და დეტალები მოიძია. "მივმართავ პროკურატურას, გამოიძიონ, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ჩემს შვილს არ და ვერ ექნებოდა ამ ქურდობასთან კავშირი, მეორე მხრივ, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ამ ცრუ დასმენაზე. ბუნებრივია, რომ მანქანაზე სხვა ანაბეჭდებთან ერთად, დაფიქსირებულია ჩემი შვილის თითის ანაბეჭდები, რადგან ავტომობილის მეპატრონე მისი ბავშვობის მეგობარია. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაუგებარია ცნებები მეგობარი, ოჯახის ახლობელი. მათ უბრალოდ შეეშინდათ, მე როგორც პოლიტიკოს ვერ გამიბედეს და გადაწვდნენ ჩემს შვილს. მათ მოეთხოვებათ პასუხი ამ ცილისწამებაზე“, - აღნიშნა სესიაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)