|
2017-04-27 12:44:20, 2093 ნახვა
სამართალი
ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა, ბრალდებულის პატიმრობის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, სააპელაციო სასამართლომ სარჩელი 78 საათში უნდა განიხილოს. იგი ჩხვირკიას დაკავების პოლიტიკურ მოტივებზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სასამართლომაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობა არ იკვეთება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატიც. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 აპრილს შეუფარდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)